თეგებით ძიება
16. 08. 2021 მსოფლიო

ქაბულში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, რომელიც 15 აგვისტოს თალიბებმა აიღეს, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.


კომენდანტის საათი 21.00-დან იმოქმედებს. შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც ქაოსის დაძლევა უნდა უზრუნველყოს. ამ საბჭოში შევიდნენ შერიგების საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა, ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერი გულბედინ ჰექმათიარი და ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში სროლა იყო, იქ ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები იმყოფებიან, რომელთა უსაფრთხოებას აშშ-ის და სხვა ქვეყნების დარჩენილი სამხედროები უზრუნველყოფენ. უამრავი ადამიანი აეროპორტით ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა