თეგებით ძიება
08. 05. 2024 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს. ასევე, დიპლომატიური სტატუსი ჩამოერთმევა რამდენიმე ობიექტს და ვადები შეეზღუდება დიპლომატიური ვიზების მქონე პირებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში საუბრისას განმარტა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული.

„ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ჩვენ ასევე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა