თეგებით ძიება

"ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში " - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, მერობის კანდიდატად ანზორ მელიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მთელი გულით მივესალმები ანზორ მელიას ზუგდიდის მერის კანდიდატად დაყენებას.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფერზე მაღლა, თავის კარიერაზე, შემოსავლებზე, სხვა პირად საკითხებზე უნდა დააყენოს თავის სამშობლო, ახლა საქართველოში არის ეს მომენტი და ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი.
ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, საქართველოს უზურპატორული არჩევნების, მომპარავი ხელისუფლების მოშორებაზე და რა თქმა უნდა ყველამ, ყველაფერი უნდა გავიღოთ ამისთვის.
ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს, ეს არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდის და მთლიანად საქართველოში.
წარმატებები მას და წარმატებები თითოეულ ჩვენგანს, წარმატებები ჩვენს სამშობლოს", - წერს სააკშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძღაობის" სახელით, თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდში მერობისთვის ანზორ მელია იბრძოლებს.

თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა