თეგებით ძიება

"ცხარე ცრემლით ვტიროდით მეც და ბავშვიც, როცა ამდენი წლის შემდეგ თმას ძირში ვჭრიდიო" - გიგა მაქარაშვილი მძიმე ისტორიას ასაჯაროვებს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახის შესახებ წერს:

"ცხარე ცრემლით ვტიროდით მეც და ბავშვიც, როცა ამდენი წლის შემდეგ თმას ძირში ვჭრიდიო!
მერე მეზობელს თმის ჩაბარების პუნქტამდე წასასვლელი ფული 2 საათით გამოვართვი სირცხვილითო!
მერე ბავშვს ქუდი დავახურე და 1 საათი ფეხით ვიარეთ მზეში, იმიტომ რომ ტაქსი ძალიან გაძვირებულა და ფული არ მეყო ადგილამდე მისასვლელადო!
მერე მივაღწიეთ ადგილამდე და თმის ჩაბარებაზე უარი გვითხრეს, დაბალი ხარისხისააო!
მერე 4 საათი ფეხით მოვდიოდით მშივრები სახლში, იმიტომ რომ უკან დასაბრუნებელი ფული არ გვქონდაო!
ახლა შენ დამრჩი იმედად და თუ მიშველი ვიცოცხლებთ, თუ არა და არც არავის დავაკლდებით მე და ჩემი შვილიო!
ბიძინა ივანიშვილო, შენი სული ამძაღდეს!
თანხის ჩქრიცხვა არაა ახლა საჭირო .
საკვებიც აქვთ უკვე და კომუნალურებიც გადახდილია.
სხვებს მივეშველოთ, ათობით ათასი გაჭირვებული და-ძმა გვყავს", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა