თეგებით ძიება

"ბიჭოოო, ქართველობას გართმევთ პრემიერი და სადაა მორგოშია?"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელბს ელისო კილაძე

გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბათუმში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანხმადაც, საქართველოს აქვს შესაძლებლობა რომ აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდეს.

"ბიჭოოო - ან გურამ ფალავანდიშვილი სადაა, ან კონსტანტინე მორგოშია და ან ბექა ვარდოსანიძე? ქართველობას გართმევთ თქვენი პრემიერი! ლუქსემბურგიო კაცოოო, ლუქსემბურგი ! იქაური პრემიერი კაცზეა დაქორწინებული და რასაა რომ ამბობს ჩვენი ჰაკიმი. ფოტო. იხ.პირველ კომენტარში" - წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის ქსავიე ბეტელის საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფოტოს შემდეგი წარწერით აზიარებს - "ირაკლის ოცნება".



"გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ" - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა მმართველი გუნდის მიერ, ბათუმის მერობის კანდიდატად არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა