"კოვიდი მშობიარობამდე დაემართა, ბავშვი გადარჩა და თავად ვერა..." - ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდა ექიმზე
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს 6 590 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა ახალგაზრდა ექიმი-რადიოლოგი, ნინო ნაცვლიშვილი, რომელსაც covid-19 მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაემართა.
მედიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამწუხარო ინფორმაცია სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა. მასთან ინტერვიუ ambebi.ge-მ ჩაწერა.
"ჩვენი კლინიკის ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. მშობიარობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაემართა კორონავირუსი. ბავშვი გადარჩა და ნინოს მას შემდეგ რეანიმაციაში იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ამიტომ ვამბობ, რომ ორსულებიც უნდა აიცრან. მე თვითონ აცრილი ვარ, ძალიან მძიმეა ამ ყველაფერის გაძლება", - აცხადებს კუკუნაშვილი სააგენტოსთან საუბარში.
შგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო 4471 პირი გამოჯანმრთელდა.