თეგებით ძიება
21. 08. 2021 COVID - 19

ახალციხეში, ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხის სოფელ ურაველში, კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები. ერთ-ერთი ორსული, რომელსაც მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს, სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ინფიცირების გავრცელების წყარო, სავარაუდოდ, სოფელში გამართული ქლეხი გახდა.

„19 ოჯახიდან 41 პირი დაინფიცირდა. ერთი ახალშობილია, ორი წლამდე ასაკის ბავშვია, ოთხი – ერთიდან რვა წლამდე ბავშვი, დანარჩენები მოზრდილები არიან. ოთხი ადამიანი თანმხლები დაავადებით მოთავსებულია ახალციხისა და ადიგენის კლინიკებში, ორი უკვე გაეწერა. ორი ორსული დაინფიცირდა. ერთ-ერთი ორსული პატარა ბავშვით თბილისშია გადაყვანილი. ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბინაზე ვინც არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვუკავშირდებით ტელეფონით და ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას. სავარაუდოდ ყველა გასვენების კლასტერია.

სამშაბათს სოფელში დაიტესტა მთელი მოსახლეობა, 123 ადამიანი და გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. როგორც კი ჩაცხრება მდგომარეობა, დავიწყებთ სოფელში ვაქცინაციას“, – აცხადებს სოფლის ექიმი, ჯულიეტა კაპანაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა