"ამაზე პასუხს ვინ აგებს? პირველ ადგილზე ვართ სიკვდილობის მიხედვით" - კონსტანტინე მათითაშვილი
პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე (კოტე) მათითაშვილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"აი ამაზე პასუხს ვინ აგებს ???? პირველ ადგილზე ვართ სიკვდილობის მიხედვით . პასუხს ვინ აგებს ? თუ ეს არაფერია, ვირუსის ბრალია და მოსახლეობის? არა ბატონო - არასწორი მართვის და უნიათობის ბრალია ეს !", - წერს კონსტანტინე მათითაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 2 586 პირი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 510,941 შემთხვევა გამოვლინდა, 6,723 ადამიანი დაიღუპა და 442,956 პაციენტი გამოჯანმრთელდა.