თეგებით ძიება

"სასწრაფოდ გახსენით ქარხნები და ჩააბარებინეთ ამ ადამიანებს დაბლა დაყრილი ყურძენი" - გიორგი ბოტკოველი

თელავის მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი ბოტკოველ​ი ხელისუფლებას მიმართავს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახეთში, სეტყვისგან დაზარალებულ გლეხებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო სტიქიის უმძიმეს შედეგებს.

"სასწრაფოდ გახსენით ქარხნები და ჩააბარებინეთ ამ ადამიანებს დაბლა დაყრილი ყურძენი" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ წუხანდელმა სეტყვამ ყვარლის, გურჯაანის და თელავის რამდენიმე სოფელში დასაკრეფად გამზადებული ყურძნის 70% გაანადგურა.

გლეხებს ამ დრომდე არ შეხმიანებია არავინ ხელისუფლებიდან და არავინ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა