თეგებით ძიება
30. 08. 2021 მსოფლიო

ქაბულის აეროპორტში აშშ-ს სამხედროების მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების სრულად გაყვანამდე 48 საათით ადრე, ქაბულის აეროპორტში მყოფი აშშ-ს სამხედრო ძალების მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

ბრიტანული გამოცემა Guardian თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ რაკეტები დღეს, 30 აგვისტოს, დილით, აეროპორტის მიმართულებით მანქანიდან გაისროლეს.

შედეგად ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა, რამაც 5 რაკეტა გააუნებელყოფა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა