თეგებით ძიება

"იმ ბავშვებმა რაღა ქნან, ვისაც ონლაინ სწავლების შესაძლებლობაც კი არ აქვს?!!!! რას უშვრებით ამ ქვეყნის მომავალს?!!!" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია კოვიდპანდემიის პირობებში სკოლებში სწავლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემი შვილები დღეს დილით სკოლაში წავიდნენ და ბედნიერები მობრუნდნენ უკან.
სკოლაში ყველა და ყველაფერი აცრილია,
ყველას და ყველაფერს პირბადე უკეთია,
მერხებს შორის დაცულია დისტანცია,
ბავშვები შესვენებაზე ეურთიერთებიან მხოლოდ საკუთარ კლასელებს,
ყველაფერი დღეში რამდენჯერმე დეზინფიცირდება,
კვირაში ერთხელ ყველა ბავშვი გადის ტესტირებას,
კლასში უმცირეს სურდოზეც კი მთელი კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე
მშობელბი არ დაიშვებიან სკოლის ტერიტორიაზე,
ბავშვებს ეკრძალებათ სკოლაში მოსვლა, თუ ოჯახის რომელიმე წევრს სურდო მაინც აქვთ.
British International School of Tbilisi დიდი მადლობა, რომ ასეთები ხართ.
ეს სკოლა ფასიანია და მე მაქვს შესაძლებლობა, შვილებს აქ ვასწავლო.
და რა ქნან ბავშვებმა, ვის მამებს და დედებს ამის შესაძლებლობა არა აქვთ? როგორ მიიღონ განათლება? როგორ განვითარდნენ? როგორ იყვნენ ბედნიერები თანატოლებთან ურთიერთობით? და იმ ბავშვებმა საერთოდ რაღა ქნან, ვისაც ონლაინ სწავლების შესაძლებლობაც კი არ აქვს?!!!! რას უშვრებით ამ ქვეყნის მომავალს?!!! საქართველოს მთავრობა", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვიღთარების გამო, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება თუ დისტანციურად იქნება სწავლა. საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა