თეგებით ძიება

"თუ 1 მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!" - სააკაშვილი კობახიძეს

თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!, - ასე პასუხობს საქართველოს ექსპერიზენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

"ჯერ ერთი, თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!
მთავარი, რაც ხდება პირველად თავის ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე.

აი რას მიაღწიეს ამათ, იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ, მაგრამ მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო.

ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს.

როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა "ქართული ოცნება" ისტერიულად ლობირებს თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან - როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ.

ელიტური კორუფცია შევარდნაძის დროსაც კი არ ჩაუწერია ევროკავშირს მოხსენებაში - ჩემ დროზე აღარ ვსაუბრობ.
ელიტური კორუფცია ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ ნიშნავს ივანიშვილის და მთავრობის წევრების პირდაპირ ჩართვას ქართველი ხალხის ძარცვაში", - წერს სააკშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა