თეგებით ძიება

"ქვეყანაში სასაკლაოა... სკოლები არ გაიხსნება" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებასა და სკოლებში სწავლის დაწყების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქვეყანაში სასაკლაოა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს პრესკონფერენციაზე ეკითხებიან, სკოლებში ფიზიკური დასწრებით სწავლა თუ განახლდებაო
მთავარი უბედურება ისაა, რომ ღარიბაშვილისგან არ აქვს თანხმობა გაბუნიას, უპასუხოს "არა, არ გაიხსნება" და პასუხობს "ჯანმოს რეკომენდაციას ველოდებით".

ვინც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად ვარსებობთ (არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ), განგიმარტავთ:

- ძალიან ცუდია, თუ ვერ ხვდებით, რომ სკოლები არ გაიხსნება.

- ღარიბაშვილმა ამ არჩევნებს არა მხოლოდ ყოველდღიურად 70 ადამიანი შესწირა, არამედ მომავალი თაობების განათლება, სოციალიზაცია, ფსიქიკაც კი
- სკოლები გაიხსნებოდა, რომ არა ღარიბაშვილის მიერ ივნისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ის ეპიდაფეთქება, რაც ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვა.

- გულწრფელად თანავუგრძნობ კერძო სკოლებს, რომლებიც მოსწავლეებს კარგავენ სწავლის კიდევ ონლაინ გაგრძელების გამო, მაგრამ ვიდრე თავის გატანაზე ფიქრობთ და არა მდგომარეობის რადიკალურ შეცვლაზე ქვეყანაში, ვიდრე ჩუმად ხართ და ღარიბაშვილის "წყალობას" ელოდებით, შედეგი უარესი და უარესი იქნება.

და ბოლოს, როგორც "ოცნებას" სჩვევია, შეიძლება ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება მიიღონ - ფიზიკური დასწრებისთვის გახსნან მხოლოდ კერძო სკოლები:

- ღარიბაშვილის მოტივაცია იქნება, შეაჩეროს კერძო სკოლების ფინანსური კოლაფსი და ამის შედეგად მზარდი უკმაყოფილება.
- ოფიციალურ მიზეზად შეიძლება დაასახელონ კერძო სკოლებში მასწავლებელთა აცრის მაღალი პროცენტი. ჩემი ფბ-ბაბლის ნაწილი ამას მოიწონებს, როგორც "ვაქცინაციის წამახალისებელ დისკრიმინაციას". (არადა აქ მთავრი კითხვა უნდა იყოს, რატომ ჩამორჩა აცრაში საჯარო სკოლები კერძოებს.)
- შედეგი იქნება ის, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმდება", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა