თეგებით ძიება

"შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში რეგისტრაციისთვის" - გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში შსს-ს მიმართავს და წერს, რომ უწყება არ აძლევს ცნობას, რაც აუცილებელია რეგისტრაციისთვის.

"SOS
შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე.
რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ", - წერს უგულავა ფეისბუქზე.

ცნობისთვის, გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის იბრძვის.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა