თეგებით ძიება

"მკვეთრად დამძიმდა, პაციენტი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს…" - ექიმი ქართველი პაციენტის ოჯახს ეძებს

საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველი პაციენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მისი ოჯახის პოვნაში დახმარებას ითხოვს.

"იქნებ დამეხმაროთ როგორ ვიპოვო საქართველოში ადამიანის ოჯახი, როდესაც მაქვს მხოლოდ მისი გვარი სახელი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი.
2 ოდე დღის წინ ჩვენი კლინიკის ერთ ერთი განყოფილებიდან მთხოვეს დავხმარებოდი ერთ ქართველ პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ქუჩიდან, უფრო სწორედ სადგურიდან მოვიდა აქ…(რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა) ტერმინალური ონკოლოგიური დაავადებით. “საფრანგეთში წადი, იქ მოგარჩენენო” ასე მითხრა პირველი შეხვედრისას. უკვე უჭირდა ლაპარაკი და მხოლოდ სამედიცინო ანამნეზის შეკრებით შემოვიფარგლეთ…
სამწუხაროდ, აქ ( და არსად) სასწაულებს ვერ ახდენენ.

დღეს ისევ მთხოვეს მისვლა..მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა, პაციენტი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს… ამიტომ ვერ გავარკვიე რაც მთხოვეს კოლეგებმა რომლებიც თავზე ევლებიან. ჰყავს თუ არა ოჯახი საქართველოში ( აქ მარტო მოვიდა) და როგორ დაუკავშირდნენ მათ რომ შეატყობინონ…..
ძალიან დამთრგუნველია…..

იქნევ ვინმემ იცის ვის მივმართო?
მადლობა", - წერს ბჭორიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა