თეგებით ძიება

"ევროპამ სანქცია დაგვადო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 75 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გაცემაზე უარს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ევროპამ სანქცია დაგვადო.
რა შუაშია ქვეყანა და ხალხიო, ვიღაცეები იკითხავენ.
ხალხი თავშია.
თუ ხალხს არ სურს დემოკრატია და ანტიდემოკრატიულ მთავრობას ირჩევს,
თუ ხალხს არ სურს ევროპა და ანტიევროპულ, პუტინისტურ მთავრობას ირჩევს,
ევროკავშირი ძალით არ შემოგვივარდება და თავისი გადასახადის გადამხდელის ფულს არ დაგვახარჯავს.
ესაა განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთი მოდის ნებით.
რუსეთი მოდის ძალით.
ქართველი ხალხის ნებაზეა დატოვებს ამ საბჭოთა ჭაობს, თუ გადაირჩევს ანტიევროპულ, ანტიდემოკრატიულ მთავრობას - ნებას გამოიჩენს და საბჭოთა საქართველოდან, ევროპული საქართველოსკენ წავა.
მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა ეს ნება გამოავლინოს, ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ ალტერნატივა სანდოა, დემოკრატიულია, ევროპულია და ქუჩაში გაყვანილ ხალხს არ გადააგდებს", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

შგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჯულიენ კრამპის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა