თეგებით ძიება

"43%-ს რომ ვერ აიღებთ, დედითქვენის შვილი იქნებით რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავთ" - დავით ზურაბიშვილი "ოცნებას" მიმართავს

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებას" მიმართავს:

"პატ. ქართულო ოცნებავ.
ადრეც ვთქვი რაღაც მსგავსი და კიდევ გავიმეორებ თქვენთვის გასაგებ ენაზე.

სულ ტყუილად გაქვთ იმედი, რომ ამ მდარე ტრიუკების და გადაგდებების შედეგად დასავლეთი აქედან ისე დაახვევს როგორც ავღანეთიდან და თქვენ დაგიტოვებთ აქაურობას საბალახოდ.

შეხედავენ როგორ ჩაატარებთ არჩევნებს და 43 პროცენტს რომ ვერ აიღებთ, დედითქვენის შვილი იქნებით რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავთ. მერე რაც მოხდება იმას (ს ბალშოი ბუკვოი) ხომ გააოცებს და მერე ის იმ გაოცებულ გულზე თქვენ რას გიზამთ (აბა თავის თავს ხომ არ დააბრალებს), წარმომიდგენია.
ასე, რომ სანამ დროა, აზრზე მოდით და ხიდზე გადით, თორემ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი", - წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა