თეგებით ძიება

"ოოო, დიდი ამბავია... სენსაცია იქნება" - რას წერს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ექსპრემიერ, პარტია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ოოო, დიდი ამბავია, ამასობაში.
ნიკა მელია vs კახა კალაძე vs გახარია
სერიოზული თბილისური დერბია. ძალიან მაღალი შანსით, მელია პირველი ადგილით გადავიდეს მეორე ტურში.
ps თბილისში 4%3ზე მეტი კი არა, 33% რომ აიღოს "ქართულმა ოცნებამ", სენსაცია იქნება", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა