თეგებით ძიება

"ბავშვს აქვს სუიციდის მცდელობები, დედა დგას სიცოცხლის რისკის ქვეშ..." - ანა აბაშიძე

უფლებადამცველი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბავშვს აქვს სუიციდის მცდელობები, დედა დგას სიცოცხლის რისკის ქვეშ და ამ დროს:
ბავშვის საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ორივე ინსტანციის სასამართლო გაეცნო ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველ არაერთ მტკიცებულებას, განიხილა პროფესიონალების მოსაზრებები ბავშვის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ და ვერ დაინახა ბავშვის და დედის სიცოცხლის დაცვის მიზნით მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა.
აი ასეთია სასამართლო დღეს! ბრაზისგან ვიწვი!!!", - წერს ანა ააბაშიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა