თეგებით ძიება

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერ გავიდეს" - გია ხუხაშვილის პროგნოზი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შანსებზე სოციალურ ქსელში წერს:

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერ გავიდეს.
რატომ?
მელიას ყავს სტაბილური ამომრჩეველი.
ქართული ოცნების+სამობილიზაციო ამომრჩეველში გახარიას მიმღებლობა უფრო მაღალია, ვიდრე კალაძის. ეს ჩანს პერსონალურ რეიტინგებში.
ასე რომ…", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა