თეგებით ძიება

"მონური ფსიქოლოგიით გაზრდილი, როცა სათავეში მოვა, სხვის დამონებას და მუდმივ დასტრესვას ცდილობს… " - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მონური ფსიქოლოგიით გაზრდილი, როცა სათავეში მოვა, სხვის დამონებას და მუდმივ დასტრესვას ცდილობს… აგრესიით, დაბოღმილი გამოხედვით, ვითომ დისციპლინის სიყვარულით ამყარებს წესრიგს. იმდენს ვერ ხვდება, რომ ამ ტიპის წესრიგი ძალიან ფასადურია და სინამდვილეში დენთით სავსე კასრს გავს, რომელიც სადაცაა აფეთქდება.

ამიტომ არ უნდა ჩაიდო გულში რამე. თუ მან არ იცის მისი ადგილი და შემთხვევით მოხვედრილ სიმაღლეს სხვების სამართავად იყენებს, უნდა ადგე და პირში მიახალო ყველა სიტყვა, რასაც ნამდვილად იმსახურებს. შეიძლება მერეც ვერ გაიგოს, მაგრამ საკუთარი თავის წინაშე ვალს ხომ მოიხდი, სინდისი ხომ არ შეგაწუხებს, უთქმელობის გამო ბურთს რომ გიჩხერდა ყელში…

სწორედ ლუკმა პურის დაკარგვის შიშით, სიბნელემ და უსამართლობამ მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა…
ან როგორ შეგერგება ის ლუკმა, რომლის უკან მახინჯი, დრომოჭმული, სულგაყიდული და უღმერთო სისტემა დგას…
არასდროს უნდა შეეგუო სულის დამახინჯებას…

ფიზიკურადაც უნდა წახვიდე იმ ჭაობიდან, საიდანაც შინაგანად ისედაც დიდი ხანია წასული ხარ!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა