თეგებით ძიება

"SOS! გახარიას პარტიამ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში ჩამწერა" - "ოცნების" მხარდამჭერი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუკი იაკობაშვილი, რომლის მტკიცებით ის "ქართული ოცნების" მხარდამჭრია, ექსპრემიერ გახარიას პარტიამ მისი ნებართვის გარეშე, ის ადიგენის საკრებულოს პროპორციულ სიაში ჩამწერა.

"SOS!
მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი - გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან“ პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!!!", - წერს იაკობაშვილი ფეისუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა