თეგებით ძიება

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მათი პარტიის წევრების მისამართით მუქარის ზარები განხორციელდა.

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში
რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად
ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში
არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე

გასაგები რომ იყოს:
პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას + იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა + იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით
არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ
აშკარად ძალიან შეშინებული არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არ გიშველით, მაინც გაგაუქმებთ", - წერს ფეისბუქზე ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა