თეგებით ძიება

"ვნახოთ, რომელს გეყოფათ გამბედაობა" - ნიკა გვარამია კალაძესა და გახარიას "ჰარდთოქში" მონაწილეობას სთავაზობს

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თბილისის მერობის კანდიდატებს, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას "ჰარდთოქში" მონაწილეობას სთავაზობს და სოციალურ ქსელში მიმართავს.

"გთავაზობთ ერთი ერთზე ჰარდთოქს "მთავარ აქცენტებში", ანუ ძალიან რთულ ამბავს. სტუდიაში მხოლოდ წამყვანი და კანდიდატი. ცალკე გადაცემა თითოეულს.

არჩევნებამდე დარჩა 4 კვირა დღე. აირჩიეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი.
ვნახოთ, რომელს გეყოფათ გამბედაობა და რომელი დათანხმდებით (თუ საერთოდ რომელიმე დათანხმდებით).
ველი გამოხმაურებას", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერსაა დანიშნული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა