თეგებით ძიება

"მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და ბევრისთვის ეს მწარეა … " - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონზე სოციალურ ქსელში წერს:

"სანამ რამეს ილაპარაკებთ, წაიკითხეთ!
სანამ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებთ, დაფიქრდით !
ახლა წაიკითხეთ, რისი უფლება გაქვთ და რას გავალდებულებთ კანონი მსგავს სიტუაციებში.
ინფორმაციისთვის: ეს კანონი მე არ მიმიღია!
ვინც მიიღო ეს კანონი, მათ ჰკითხეთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და ბევრისთვის ეს მწარეა …

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ თავი II. მუხლი 5.
თავი II. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია

ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების, ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;

ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა