თეგებით ძიება

გიგი წერეთელი "ქართულ ოცნებას" ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი "ქართულ ოცნებას" თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნაში ადანაშაულებს.

“მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს“, - აცხადებს წერეთელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველოის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა