თეგებით ძიება

"რომელ რესტორნებს უნდა მოერიდოთ?" - რა რეკომენდაციას აქვეყნებს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რესტორნებთან დაკავშირებით რეომენდაციით გამოდის:

"მგონი, ყველაზე ხშირად, "რომელ რესტორანში წავიდე", ამას მეკითხებიან. რთული სარჩევია. უფრო მარტივია, გითხრათ რომელ რესტორნებს უნდა მოერიდოთ. ხაზს ვუსვამ, რესოტრნებზეა საუბარი და არა კაფე-ბარებზე.

შედით. გადაშალეთ მენიუ. თუ ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" ხელაა, დაუყოვნებლივ გამოდით.
შედით, გადაშალეთ მენიუ და თუ შიგ სათბურის ქამას (და არა ტყის სოკოს) კრემ სუპს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ გამოდით.
შედით, გადაშალეთ მენიუ და თუ შიგ ცეზარის სალათს აღმოაჩენთ, დუყოვნებლივ გამოდით.
თუ ქართულ ავთენტურ რესტორანს მიადექით, შეხვედით, გადაშალეთ მენიუ და იქ ბურგერები (გარდა საფირმო ქართული ბურგერებისა, მაგალითად რაჭული ლორით და გუდისყველით) და პიცები იპოვნეთ, სოკოს სუპებთან, ცეზარებთან, კაპრეზეებთან და ბერძნულ სალათებთან ერთად, დაუყოვებლივ გამოდით", - წერს გვარამია ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა