თეგებით ძიება

"ციკლიდან ყველაფერი ნაცების ბრალია ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ყვარლის "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთა სია სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ციკლიდან ყველაფერი ნაცების ბრალია ...
ყვარლის "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთა სია
1. ოთარი ბუჯიაშვილი საკრებულის წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან
2. დათო ვარადაშვილი სოფელ გავაზის რწმუნებული ნაციონალების დროს, 2013 წელს დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით
3. ქეთევან ჭიპაშვილი მთავარი ნაცზონდერი ქალი, მოქმედი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი
4. ლალი თვალიაშვილი - გოჩა შავგულიძის მეუღლე. საკრებულოს წევრი ნაცმოძრაობიდან 2010-14 წლებში)
5. ლევან გელაძე - სატყეო სამმართველოს უფროსი 2013 წლამდე, მისი ძმა იყო საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან
6. გიორგი ამირხანოვი -ნაც მოძრაობის მუდმივი კოორდინატორი პროკურატურის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით აღძრული საქმე დახურეს, შედეგად ოცნების სიაში აღმოჩნდა

* ამ ინფორმაციის ავტორი ოცნების ყვარლის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ხუციშვილია", - წერს უგულავა ფეისბუქზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა