თეგებით ძიება

"მჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო ყველგან და ყოველთვის…" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოსულის (ერაყი) აღების “წინა მოსამზადებელი სამუშაოები” 2016 წლის ნოემბერი-დეკემბერი …
ვამზადებდი საველე ჰოსპიტლებს (მომარაგება, ლოჯისტიკა, ტრეინინგები)
ვამზადებდი მობილურ სამედიცინო ბრიგადებს (ლოჯისტიკა, ტრენინგი, მობილიზაცია)
ლტოლვილთა ბანაკების სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (1000 რამ გაკეთდა)
ფეისბუქმა ამომიგდო მოსულის აღების კადრები (დავდე ჩემს გვერდზე) … მე ვიყავი მოსულიდან 15 კილომეტრში ….
ცხოვრებაში არ დამიჭერია იარაღი მაგრამ თითქმის ყველა ცხელ წერტილში ვიყავი (ჩემი ასაკის მიხედვით)… მჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო ყველგან და ყოველთვის …
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა