თეგებით ძიება

"რა 3 მუშკეტერი?!" - თამუნა თანდაშვილი ანტივაქსერებს მიმართავს

"Georgian Airways"-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელმაც კორონავირუსის მძიმე ფორმით დაამარცხა, სოციალურ ქსელში ანტივაქსერებს მიმართავს:

"ანტივაქსერების საყურადღებოდ, ვინც 3 მუშკეტერთან ჩემს თანამშრომლობას არკვევთ მინდა გაცნობოთ:
1. 11 წელია ავიაციის სფეროში ვმოღვაწეობ, კი ბატონი
2. გახლავართ საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" დამფუძნებელი, არც ეს არის სიმართლეს მოკლებული
3. "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი" ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
4. ვწერ საავიაციო სვეტებს Forbes Woman Georgia-თვის, დამემოწმებიან.
5. გახლავართ NRJ Georgia ბიზნეს-სელებრითის საავიაციო-სამოგზაურო გადაცემის წამყვანი, გასულ სეზონზე ყოველ შემთხვევაში
6. Donau-Universität Krems საავიაციო MBA-ს სტუდენტი.
7. დარბა-ში კრეატიულ და საკომუნიკაციო ნაწილში ვეხმარები პუსკას და ჭანოს.
7. და აი ახლახანს, სულ რაღაც რამოდენიმე დღეა შევუერთდი GMT GROUP - ის გასტრონომიულ სექტორს და ვუხელმძღვანელებ კომერციულ მიმართულებას, ვადასტურებ.
და კიდევ რაღაცებსაც გავაკეთებ, ახლო მომავალში გაიგებთ.
სად არის ახლა აქ 3 მუშკეტერი?
ავიაცია, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, ხელოვნება, კულტურა, კომუნიკაციები - კი ბატონო.
მაგრამ აი რა 3 მუშკეტერი?! ", - წერს თანდაშვილი ფეისბუზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა