თეგებით ძიება

"ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა 24 საათის განმავლობაში... არ იმსახურებს ეს ქვეყანა შრომისმოყვარე და პროფესიონალებს!"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლანა ოსიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების შეუსაბამო შრომისანაზღაურებას ეხება.

"ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა. 24 საათის განმავლობაში 10 წუთიც კი არ ჰქონდა შესვენებისთვის დრო. მორიგეობიდან სახლში მოსულს, რამდენიმე საათში უკან იბარებდნენ, კადრების ნაკლებობის გამო.....
და ამ დროს ვიღაცები ლატარიაში აცრილებზე თანხას ათამაშებენ.... ამაზე სამარცხვინო საქციელი კიდევ რა შეიძლება იყოს, როცა მედ პერსონალი ამ მდგომარეობაშია არ ვიცი.
დღეს ჩემი და უკვე მეორე თვეა გერმანიაშია სამუშაოდ, სწავლის გადასახადისთვის და სამომავლო გამოცდებისთვის თანხის გამომუშავებისთვის.... თვის ბოლოს ბრუნდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჭაობში და მყრალ ქვეყანაში დიდხანს არ მოუწიოს გაჩერება!
არ იმსახურებს ეს ქვეყანა შრომისმოყვარე, განათლებულ და პროფესიონალ ახალგაზრდებს !" - წერს ლანა ოსიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა