ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას დანაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აგებდა ყაზბეგში არჩევნებს, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.
"შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება“ იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს“. განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.