თეგებით ძიება

"მოვუწოდებ კალაძეს არა შარდი, არამედ თმის ღერი ჩააბაროს არა სამხარაულში, არამედ რომელიმე საერთაშორისო ლაბორატორიაში" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ნარკო-ტესტთან დაკავშირებით თბილისის მერის მიერ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და კახა კალაძეს თმის ღერის ანალიზისკენ მოუწოდებს საერთაშორისო ლაბორატორიაში.

"ვაკვირდები ამ სრულიად არასერიოზულ, მაგრამ უაღრესად ინტენსიურ, ჯიუტ კამპანიას ნარკო-ტესტთან დაკავშირებით, რომლის ეფექტურობა არის კარგ შემთხვევაში ნულის ტოლი და უარესში კალაძის, როგორც ინტრიგანის წინააღმდეგ მუშაობს და ერთადერთ ლოგიკურ დასკვნას ვაკეთებ - ეს კამპანია დაწყებულია პრევენციის მიზნით, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ კალაზე შეიძლებოდა ამოვარდნილიყო რაღაც ამ ტიპის კომპრომატი და “ალიბი” შეიქმნეს პრინციპით “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო”.

ახლა მე ეს ეჭვი გამიჩნდა. ასე, რომ მოვუწოდებ კალაძეს არა შარდი, არამედ თმის ღერი ჩააბაროს არა სამხარაულში, არამედ რომელიმე საერთაშორისო ლაბორატორიაში", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძმ ნარკო-ტესტი ჩააბარა და კონკურენტებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა