თეგებით ძიება

"იტალიასაც მალე გადავუსწრებთ. იმედია, ევროპა და ამერიკა მოგვიკითხავს და დარეკავენ თბილისში, ეს როგორ მოახერხეთო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება:

"რეგიონში პირველები ვართ.
არა 7 დღის საშუალოთი.
არა 14 დღის საშუალოთი.
არამედ მთლიანად, ჯამურად, მილიონ მოსახლეზე გადათვლით, რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი დავკარგეთ კოვიდით.
იტალიასაც მალე გადავუსწრებთ.
იმედია, ევროპა და ამერიკა მოგვიკითხავს და დარეკავენ თბილისში, ეს როგორ მოახერხეთო", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8,146 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა