თეგებით ძიება

"თუ ასეთი ფიქრები ყელში ბურთად მოგებჯინება, ჯერ კიდევ შეიძლება შენში ადამიანობა შენარჩუნდეს…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რაც არ უნდა რთული ცხოვრება გამოიარო, ადამიანობაზე უარი არასდროს თქვა..
ვერც წახვალ იმის წინააღმდეგ, რაც ორგანულად შენია და რასაც დაბადებიდან ყველა უჯრედის გავლით დაატარებ.
შეიძლება რაღაც პერიოდი გაექცე საკუთარ თავს, განუდგე შენს ნამდვილ ბუნებას, წახვიდე დათმობაზე საკუთარ თავთან. ლუკმა პურის, ოჯახის რჩენის, ინსტიქტების გამო, მაგრამ როცა ყველაფერს გაიაზრებ, გაანალიზებ, სარკეში ჩაიხედავ და შობლის ძარღვიც რომ გამოგებერება, მთელს სხეულში გავრცელებულ ტკივილებს ვერ გაუძლებ. შეურაცხყოფის, დამცირების, საკუთარი ღირსების უარყოფის გაუსაძლის ტკივილს.
მერე აღარ მოგინდება ჭამაც, თავის გატანაც, ფეხზე დგომაც… სიცოცხლე არ მოგინდება, დამცირებულად რომ სუნთქავდი.
თუ ასეთი ფიქრები ყელში ბურთად მოგებჯინება, ჯერ კიდევ შეიძლება შენში ადამიანობა შენარჩუნდეს…
მერე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებ მტვერში და ტალახში წერტილებად გაბნეულ საკუთარ ღირსებას და გირჩევნია ყველა საარსებო დაკარგო, ვიდრე შენი ნამდვილობა, რომლის გარეშე ისედაც მექანიკა ხარ!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა