თეგებით ძიება

"7 თვის ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და პატარას სიცოცხლე...მე ვირჩევ აცრას" - ანიტა რაჭველიშვილი

საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ორსულადაა, კოვიდსაწინააღმდეგო აცრას იკეთებს. ვაქცინაციის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

"28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. კორონა ვირუსი ორჯერ გადავიტანე,მეორედ მძიმედ. ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას ( ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია რომ ხვალ ფაიზერის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!", - წერს ანიტა რაჭველოშვილი ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა