"ცოტა ხანი კიდევ გაძელით, ხალხო. აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს გაძლებისკენ და სამშობლოში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"ცოტა ხანი კიდევ გაძელით, ხალხო, აქ ლაპარაკია სულ ცოტა ხანზე. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას, ჭაობში ცხოვრებას აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ხალხო, დამიჯერეთ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.