თეგებით ძიება

"კიდევ ძალიან დიდ ხანს გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ - მთელ ქვეყანას" - გია ბაღაშვილი

მუსიკოსი, გია ბაღაშვილი მამას, ასევე მუსიკოსს, "ივერიის" სოლისტს, ჯემალ ბაღაშვილს დაბედების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და 80 წლის იუბილეს ემოციურ პოსტს უძღვნის.

"დღეს დიდი დღეა, დიდი!
მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი - 80 წლის იუბილე!
გილოცავ მამა!

ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს!
შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ - მთელ ქვეყანას. სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის!", - წერს გია ბაღაშვილი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა