თეგებით ძიება

"ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს - ერის გამყიდველებს და ფიქრობს..." - რობერტ სტურუა ემიგრანტის წერილს აქვეყნებს

რეჟისორი, რობერტ სრტურუა სოციალურ ქსელში ანონიმი ემიგრანტის წერილს აქვეყნებს და პოეტ რეზო ამაშუკელს მიმართავს:

"კიდევ ერთი მ ი მ ა რ თ ვ ა
ბატონ რ ე ზ ო ა მ ა შ უ კ ე ლ ს!
ბატონო რეზო,
შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე.
მთლიანად არ გამოაქვეყნოო - მთხოვს წერილის ავტორი(ეშინია?)!
ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! ძალიან მოკლეს!
1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო - არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო
(მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში!)
მაშ ასე ემიგრანტის ცისფერი ოცნება:
გრინ კარტა(ბევრს უკვე აქვთ!),
ამერიკული პასპორტი( მალე ექნებათ!),
სარფიანი სამსახური(იქაც ფულის შოვნა),
ბინა,
სახლი,
აგარაკი( მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით),
საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება,
( ხედავენ ამერიკელებს მაინც რომ მოწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავათ იმისა რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!)
და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშვალებით ძლივს გაექცნენ ტირანს!
და…
2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები - ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!”
ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ…ძალიან მოკლე!
პატიოსანმა(იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!
ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს - ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც აფგანეთის ბედი გველის!
P.S.
წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ!", - წერს სტურუა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა