თეგებით ძიება

"ჩემი კლასელი გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობარი..." - გიორგი კეკელიძის ემოვიური პოსტი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი კლასელის გარდაცვალებაზე წერს:

"ჩემი კლასელი გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობარი. სერგო. იშვიათი ვირუსით. იშვიათივე ადამიანი.
სკოლიდან რომ ვაგვიანებდი, მამაჩემმა იცოდა სად მოვეძებნე - ზაქარიაძეებთან. ,,ერთად გავიზარდეთ" მეტაფორა არ ყოფილა, მართლა ერთად ვიზრდებოდით. ერთად გვიტყავდებოდა მუხლები ფეხბურთის თამაშისას და მეორე დღეს, ენა - ფეხბურთზე ლაპარაკისას. ერთად ვსწავლობდით ისტორიას და ერთადვე ვერაფრით ვსწავლობდით მათემატიკას. ერთად ველოდით ზაფხულის არდადეგებს და მერე ერთად ველოდით სკოლის დაწყებას. ის დრო სხვას არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ლოდინიდან ლოდინს. ზოგან ავცდით - მას მამა ჩემამდე გარდაეცვალა. და თვითონაც ჩემამდე წავიდა. სახლში რომ არ გვხვდებოდა, დედამისი თამრიკო გამოგვძახებდა: აგერ იქნება ბაღნებო, შესახოვში! და შესახვევიდან გამოჩნდებოდა სერგო, უცნაური, ფართო ღიმილით. ახლაც შესახვევშია. ზუსტად ვიცი. მალე გამოჩნდება და დამიძახებს, ისე როგორც მირეკავდა ხოლმე: ,,სა ხარ, კეკელო, სა, ამდენი ხანი, რომ გადაყეი ამ აბდლურ წიგნებს!", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა