თეგებით ძიება

"ქართულ რესტორნებში რუსულებზე ტინგიცობს ხალხი. რა სირცხვილია" - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია რესტორნებში რუსული სიმღერების დაკვრის საკითხს სოციალურ ქსეში ეხმაურება:

"რესტორან "კაჭრეთის ჩემპიონში" რუსულები ჩართეს. ვეუბნები რა პონტია მეთქი? ფლეილისტიაო და თავისით არჩევს მუსიკას აპარატი და უკრავსო, რა ვქნათო. და რატომ გაქვთ ეს "ლა ლა ფა" საერთოდ ამ ჩამონათვალში მეთქი. გოგონა, რა ვქნათ ეგეთი აპარატიაო, შემდეგი შეიძლება ქართული იყოსო. უამრავი ტურისტია ახლა აქ, ამ რესტორანში და ვუსმენთ რუსულებს. ის ტურისტები წავლენ და მოყვებიან, რომ ქართულ რესტორნებში რუსულებზე ტინგიცობს ხალხი. რა სირცხვილია. მე არც ჭამის და არც აქ ყოფნის სურვილი არ მაქვს. რა უთავმოყვარეო უნდა იყო, ან რა ბანძი, გინდა პატრიოტულად, გინდა მუსიკალურად რომ "ლალაფა ეტი ნოტის" უსმინო ამ ოკუპირებულ ქვეყანაში 21 საუკუნეში. არც მწვადი მინდა ამათი, არც შამფური", - წერს ვიკა ბუკია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. კრემლმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. მოსკოვი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს. გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციას და იტაცებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა