თეგებით ძიება

"დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი...ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ინტერნეტში სასულიერო პირების ფარული ფაილების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და "ართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს.

"დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი - "ქართული ოცნება" იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან.
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაიცვა.
მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ.

ქართული ოცნების ამომრჩეველო, თუ სადმე ხარ კიდევ, შემეხმიანე….", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღალი სასულიერო იარერქიის პირების მოსმენის ფარული ფაილები გავრცელდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა