თეგებით ძიება

"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე..." - ეკა კვესიტაძე მოსმენებზე

ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე სასულიერო პირების ფარული ჩაწერების გავრცელების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ჟურნალისტი წერს, გამოქვეყნებულ ფაილებს შორის ერთ-ერთი მასსა და იაკობს შორის საუბარია.

"ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა - მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში", - წერს კვესიტაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასულიერო პირების მოსმენის ფარული ფაილები გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა