თეგებით ძიება

"რა პირით მეძებ... სამშობიაროდანვე გამასხვისე, მერე ჩემი და შენ არ მიაგდე ბავშვთა სახლში და გაყიდე" - მოქალაქე ბიოლოგიურ დედას მიმართავს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაია კუპატაძე ფეისბუქ ჯგუფში "ვეძებ" ბიოლოგიურ დედას ემოციურად მიმართავს.

"ლევანის პოსტმა გამათამამა, რომ რაც ამდენი ვითმინე ამ ჯგუფიდან გადმოზიარებული პოსტების გამო მეგობრების კედლებზე, აღარ მეთმინა!
რა პირით მეძებ, ლ. გ? სამშობიაროდანვე გამასხვისე, არ დაიწყო ახლა, მე არ ვიცოდიო, როგორც რამდენიმე კომენტარში გიწერია და ნიანგის ცრემლებს აფრქვევ სმაილიკებად! იცოდი! ძალიან კარგად იცოდი! ჩემს მერე ჩემი და - თამრიკო შენ არ მიაგდე ბავშვთა სახლში და გაყიდე იქიდან იმ პირობით, რომ არასდროს მოინდომებდი მის ნახვას? მაჩვენა თამრიკომ შენი ხელწერილი! თოფით გადგა ვინმე თავზე, როცა ამას წერდი და თან 2000 მანეთს იჯიბავდი???
ჩემმა მშობლებმა ( დიახ-დიახ, ისინი არიან ჩემი მშობლები!) როცა 18 წლის გავხდი, დამსვეს და მომიყვნენ, რა და როგორ იყო, მათ არ მოვუტყუებივარ, მანამდე კი არასრულწლოვანის ფსიქიკა არ მოსპეს ამ სტრესით. მერე კი მითხრეს რეალურად ვისი შვილიც ვარ! არც მინდა ვთქვა რით იყავი დაკავებული, როცა მოგიძიე! სიტყვაც აღარ მითქვამს , როცა წინ გედექი 20 წლის წინ, სიტყვაც ვერ ამოვთქვი, ვინ ვიყავი, ისეთ პროცესში გნახე! მერე როცა ადამიანებისგან მესმოდა, ნაშვილები შვილები არ ამართლებენო და ჯიშზე მიდიანო, სულ მეშინოდა, რომ შენ არ დაგმსგავსებოდი და ვცდილობდი ბოლომდე ისეთი დავრჩენილიყავი, როგორიც აღმზრდელმა მშობლებმა შთამინერგეს! რავა ყველა გაანგელოზდით აგერ უცებ და დაიწყეთ მოთქმა?

თამრიკო მოვიძიე და საშინელი ტრამვირებულია შენით! გაცნობის მეორე დღესვე ფული გითხოვია! ცოტა მაინც მოგეთმინა შექალო! ეგ იყო შენი ანი და ჰოე, მამონას მონა იყავი და რა გამოგცვლიდა? რავი, ანტიკვარების გროვებაში რომ იყავი და უკანალზე ნაირ-ნაირ შმოტკებს იყრიდი, მაშინ რატომ არ გახსოვდით ან ერთი და ან მეორე! წავიკითხე შენი უტეხი კომენტარი, რომ თითქოს სამშობიაროში აგახიეს ჩემი თავი. არ გრცხვენია??? სულ არ შეგრჩა ერთი ღერი სინდისი?

ღმერთს ვყვარებივარ, რომ გამყიდე და ნორმალურმა და წესიერმა ადამიანებმა გამზარდეს!
ჯვარი მწერია შენნაირების უბრალო ნაცნობიბაზეც კი!

ჯგუფში არც გავწევრიანებულვარ არასდროს! მეგობრის პოსტი ვნახე, რომელიც გავრცელდა და ყველა ჩვენნაირის სათქმელი თქვა, ამიტომ ვპოსტავ გარედან! ეგღა მაკლია ჩემი აკანკალებული დედა და მამა - ნინა და ნოდარი შენში გავცვალო! 3 შვილი მყავს დღეს და შენი ცხოვრებით რომ არ ვცხოვრობ, სულ მაგათი დამსახურებაა!

ამოიღეთ ხმა სხვებმაც! რამდენი მარტო მე ვიცი ამ ჩემი სიტუაციის გამო, რომ აქ არის და დუმს, რადგან ეშინია, არ წამოესიონ ეს გავეშებული, საკუთარი ცოდვებით დაფსიხოზებული ქალები!
რავა ყველამ "შვილმოპარული დედის" იარლიყი გადაიწება!
დღეს ბევრისნაირს, ვინც აქ გოდებს, დედობის უფლებას ართმევენ მსოფლიოში არაქალობის გამო , აქ კი წამიწამზე ანგელოზები გახდებიან!", - წერს კუპატაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა