თეგებით ძიება

"მე-20 სართულზე კედელი ჯერ გადმოწვა და ახლა სულ ჩამოინგრა...რამე უბედურება არ გვჭირდეს" - მოქალაქე თბილისში მშენებარე კორპუსზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია ჯინჯოლავა თბილისში მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის სავარაუდო ხარვეზებზე წერს:

"ესე იგი, ჩემს გვერდზე შენდება სავარაუდოდ მორიგი ყიფშიძის 2 ნომერი ( ყველა ახალ შენობას ამ ნომერს ანიჭებენ), უთვალავსართულიანი კორპუსი, რომლის დაახლოებით მე-20 სართულზე კედელი ჯერ გადმოწვა და ახლა სულ ჩამოინგრა. მშენებლობაში ვერ ვერკვევი, ეგებ ნორმალური ამბავიცაა, მაგრამ, იქნებ არცაა?

"ფორმულა", ყიფშიძის ორი ნომრის მცხოვრებლებს კითხეთ ერთი, საკუთარ ეზოში ეს არ აწუხებთ, ქუჩის იქით მშენებლობებს რომ დასდევენ?
თბილისის მერია და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, შეხედეთ ერთი, რამე უბედურება არ გვჭირდეს", - წერს ნათია ჯინჯოლავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა