თეგებით ძიება

"არჩილმა მინდა იცოდეს, რომ წყალი ენანებათ მისთვის..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ფარული ჩანაწერების ახალ დეტალებზე

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასულიერო პირების ფარულ ჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს:

"არჩილმა მინდა იცოდეს რომ წყალი ენანებათ მისთვის.

პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელმაც სთხოვა ნაკურთხი წყლის 3 ლიტრიანი ქილით გაგზავნა. აღნიშნულზე შ.თეთრუაშვილმა განაცხადა თანხმობა და თანამოსაუბრეს ურჩია წყლის ნაწილი გაუგზავნოს ადვოკატ ირმა ჭკადუას. ნ.კაკაბაძის თქმით, იგი ნაკურთხი წყლის ნაწილს ასევე გაუგზავნის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაზეც მდივან-რეფერენტმა განმარტა, რომ უმჯობესია ი.კობახიძისთვის უცნობი დარჩეს წყლის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკურთხი წყლის გაგზავნა მოუწევთ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის და სხვა პოლიტიკოსებისთვისაც", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა