თეგებით ძიება

"ჩემი ხულიგანი გოგო... BMW-თი ორჯერ გადაუარეს...გამომძიებელმა მძღოლს რომ ჰკითხა, მეორედ რაღატო გადაუარეო, რომ დავწმუნებულიყავი მართლა მოვკალი თუ არაო"

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში ტრაგიკულ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"1 წლის შემობაჯბაჯდა ჩემი ხულიგანი გოგო ჩემს ცხოვრებაში და იმის მერე სულ
გვერდით მყავს.
1 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ახმეტელის მეტროსთან ზებრაზე გადადიოდა ჯერ კიდევ ქუჩის ძაღლი დუდი და ბეემვეთი ორჯერ გადაუარეს.
გამომძიებელმა მერე მძღოლს რომ კითხა მეორედ რაღატო გადაუარეო, რომ დავწმუნებულიყავი მართლა მოვკალი თუ არაო.

ჩემი დუდიკო იმ ნაგავმა შუა ტრასაზე დატოვა და წავიდა - კრუნჩხნიანი, აგონიაში მყოფი, პირიდან ქაფი სდიოდა და საშვილოსნოდან სისხლი. ავარიის საღამოს კალთაში მესვა და ველოდებოდი როდის მოკვდებოდა ისე იყო.

გამოკვლევების შემდეგ დადგინდა რომ დუდის ტვინის მძიმე დაზიანებები ქონდა, სისხლჩაქცევები ტვინში, ჰემატომები და ტვინის ძლიერი შერყევა. ასევე დაზიანებული ქონდა ხერხემლის სამი მალა, რის გამოც წელს ქვემოდ იყო მოწყვეტილი.
1% არ მაძლევდნენ ექიმები რომ დუდი იცოცხლებდა და მეტიც, ევთანაზიის კანდიდატი იყო, მეც სერიოზულად ვფიქრობდი რომ ვაწვალებ და მისი გადარჩენა ფანტაზიის სფეროა.
თუმცა ჩემმა მაგარმა გოგომ ყველაფერს მოერია და დღეს ყველაზე ჯანმრთელი, ბედნიერი, ხალისიანი და ჭკვიანი გოგო მყავს.

ბებოს რომელიც დუდის მოყვანის დროს მეჩხუბებოდა ეს ინვალიდი ძაღლი რად გინდაო, დღეს ყველაზე მეტად უყვარს და "მისი გერმანული ნაგაზია"
ცოტა კი ეტყობა რომ ტვინი დაუზიანდა საქციელებზე მაგრამ უზომოდ, უსაზღვროდ მიყვარს და სულ მინდა ჩემთან იყოს და გამაბედნიეროს თავისი არსებობით!
არ ვიცი როდის და სად დაიბადა, ჩემს ცხოვრებაში 13 სექტმებერს დაიდაბა და ჩემთვის დღეს მისი ახალი ცხოვრების დაბადების დღეა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა