თეგებით ძიება

"მოსმენის დეტალური ანალიზების მასიური გამოფენის მთავარი მიზანია, შეაპარონ მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები" - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოში სასულიერო პირების ფარული ჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სპეცსამსახურებს ნორმალურ ქვეყნებში მართავს ღირსების კოდი და უმკაცრესი იურიდიული კოდექსი. ასე ებრძვიან იმ პათოლოგიურ ცდუნებას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში დევს. სადაც არც ღირსებაა და არც კანონი, იქ პრიმიტიული ინსტიქტები მართავს ყველაფერს. უბრალოდ, რომ გაიაზრო რა კრიტერიუმებით იმართება დღეს საქართველო და ვინ მართავს, ნორმალურ ადამიანს ღამე არ უნდა დაეძინოს დარდით.

თვალთვალისა და მოსმენის დეტალური ანალიზების მასიური გამოფენის მთავარი მიზანი ის არის, რომ მათ შორის შეაპარონ მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები, რადგან ზღვა ინფორმაციაში ტყუილსა და მართალს ვერც ვერავინ გაარჩევს. ასე რომ, ტყუილად იმშვიდებენ თავს ისინიც, ვისაც ჰგონა, რომ არაფერი აქვს მაკომპრომეტირებელი. მათი დროც მოვა. არაფერს ვამბობ იმ სერიოზულ ზნეობრივ პრობლემაზე, რომელიც ამ ფაქტისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებს აქვთ.

საქართველომ უპრობლემოდ მიიღო მოქმედი ქართველი მზვერავების პირადი საქმეების მტრისთვის გადაცემის ფაქტები. ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა იმ დანაშაულის. მზვერავები რომ შემოელიათ, მერე პოლიტიკურ ოპონენტებზე და უბრალო მოქალაქეებზე გადაერთვნენ გახრწნილი სამსახურები. პრაქტიკულად ქვეყანა აბსოლუტურად დაუცველია და არ არსებობს არცერთი სტრატეგიული საიდუმლო, რაზეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ხელი არ მიუწვდება.

სპეცსამსახურებზე დგას ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს; იქ მხოლოდ კრიმინალური ბანდაა, განუსაზღვრელი უფლებებითა და პრიმიტიული ინსტიქტებით. და რაც მთავარია, ეს კრიმინალები იმავდროულად პათოლოგიური მანიაკები არიან, ადამიანთმოძულე ავადმყოფები.
დაფიქრდით...", - წერს გურული ფეისბუქზე.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა