თეგებით ძიება

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ ჯუღაშვილი აღარ იქნება" - დემნა გვასალია VS სტალინი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მალე ქართველი ხელოვანის ცნობადობა იოსებ ჯუღაშვილისას გადააჭარბებს.

"- დღეს არც დროა ახლა ამის, და
- თან მოდის სამყაროს აზრზე არ ვარ,
მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა:
1. სასიხარულოა, რომ 10-20 წელიწადში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ ჯუღაშვილი აღარ იქნება.
2. ეგ კაცი არის დიდი ხელოვანი (მეც კი ვხვდები ამას )
3. მადლობა მას, რომ ყველა ინტერვიუში საქართველოს ახსენებს. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, პოზიტივით გვიცნობდეს მსოფლიო", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მოდის სახლის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია. მისი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლით მსოფლიო დონის ვარსკვლავები იმოსებიან. დიზაინერი მის შემოქმედებაში ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ელემენტებს ხშირად იყენებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა