თეგებით ძიება

"დემნას მოდას მოაქვს ისტორია ბებიებზე, ბაბუებზე, სიღარიბეზე, რაც გავიარეთ...ზუსტად ასახავს დროს, განწყობას..." - ნანა გეგეჭკორი დემნა გვასალიაზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, ასევე წარმატებულ ქართველზე, დიზაინერ დემნა გვასალიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ამასწინათ ნაცნობი ქირურგი შემეხვდა პაციენტთან კონსულტაციაზე. როგორც უცხოს ისე მელაპარაკა. გამიკვირდა, უკვე წლებია ვიცნობ და არც კიწარმიდგენია თავი პაციენტის ამბავი რომ ვკითხე. ხალათზე დატანილი სახელით მიცნო როგორც კი გარეთა შრე გავიძვრე. ხმაც ვერ ეცნო ორმაგ ნიღაბს მიღმა. ბოლო წელიწადნახევარია, დაახლოებით კიმივით გამოვიყურებით ექიმები, ოღონდ თეთრ-ცისფერ-მწვანე სქრაბ-ხალათში.
მიყვარს ეს ბიჭი (დემნა)... მისი მოდა ზუსტად ასახავს დროს, განწყობას...

დემნას მოდას მოაქვს ისტორია ბებიებზე, ბაბუებზე, სიღარიბეზე რაც ყველამ გავიარეთ ბოლო რამდენიმე ათეული წელია. მან მაღალ მოდად აქცია ის რაც ჩვენ ტკივილს გვგვრიდა და სხვებისგან ჩაგვრის ობიექტებად გვხდიდა, სოციალური უთანასწორობის გამო.
დემნას მოდა არის ისტორია ჩვენს ტკივილებზე, განწყოვებზე და პრობლემებზე.

შავებში გამოწყობილი უსახო კიმი ნამდვილად არის პანდემიური, იზოლაციაში მყოფი, დეპრესიული ადამიანის ამბავი.
ეს ნამდვილი ამბები მიყვარს დემნას მოდაში", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მოდის სახლის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია. მისი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლით მსოფლიო დონის ვარსკვლავები იმოსებიან. დიზაინერი მის შემოქმედებაში ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ელემენტებს ხშირად იყენებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა